July 22, 2026
ავტომობილების იმპორტის 2 კვარტლის მონაცემები
პირველი ორი კვარტლის დასრულების შემდეგ უკვე შესაძლებელია შევაფასოთ, როგორი იყო ავტომობილების იმპორტი საქართველოში წლის პირველ ნახევარში.

პირველი ორი კვარტლის დასრულების შემდეგ უკვე შესაძლებელია შევაფასოთ, როგორი იყო ავტომობილების იმპორტი საქართველოში წლის პირველ ნახევარში. წარმოგიდგენთ ძირითად სტატისტიკასა და მთავარ ტენდენციებს.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების საერთო ღირებულებამ 1,61 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაოდენობამ კი 100 616. რეკორდული მაჩვენებელი თანხისა და რაოდენობის მიხედვით მარტის თვეში დაფიქსირდა - საზღვარზე 311 მილიონი დოლარის ღირებულების 20 016 ავტომობილი შემოვიდა.
2026 წლის პირველი 2 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილების მთავარ იმპორტიორ ქვეყნად კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება. წელს ამ პერიოდში აშშ-დან დაახლოებით 917 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები შემოიყვანეს. ქვეყნების მიხედვით ავტომობილების იმპორტის სტატისტიკა ასე გამოიყურება:
აშშ-დან - 917 მილიონი დოლარის ღირებულების 76 936 ავტომობილი;
იაპონიიდან - 217 მილიონი დოლარის ღირებულების 10 006 ავტომობილი;
გერმანიიდან - 207 მილიონი დოლარის ღირებულების 2 457 ავტომობილი;
გაერთიანებული სამეფოდან - 49 მილიონი დოლარის ღირებულების 433 ავტომობილი;
ჩინეთიდან - 38 მილიონი დოლარის ღირებულების 4 185 ავტომობილი.
ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილები იტალიიდან და ინგლისიდან შემოვიდა. მაგალითისთვის, იტალიიდან შემოსული 1 ავტომობილის საშუალო ღირებულება 161 000 დოლარამდეა, ბრიტანეთიდან კი - 113 000 დოლარამდე.
პირველი ორი კვარტლის მონაცემები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს ავტომობილების იმპორტის მიმართულებებისა და ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებ. წლის დარჩენილი პერიოდის მონაცემების მიღების შემდეგ კი საერთო სურათის დანახვასაც შევძლებთ.



