ავტორიზებული
ბროკერი
მოგიყვებით კაუკასუს აუტოს ისტორიაზე, ხედვასა და გრძელვადიან სტრატეგიებზე.
კაუკასუს აუტო 2004 წელს დაარსდა და მას შემდეგ დიდი ცვლილებები გამოიწვია საავტომობილო ბაზარზე. დავიწყეთ იმპორტის სერვისით, მალე კი გავხდით ყოვლისმომცველი პლატფორმა რომელიც დილერებსა და ფიზიკურ პირებს მსოფლიოს უდიდეს ავტოაუქციონებთან აკავშირებს. ჩვენი მოგზაურობა მარტივი ხედვით დაიწყო: გაგვეხადა ავტომობილების შეძენა ხელმისაწვდომი, გამჭვირვალე და მარტივი ყოველ ნაბიჯზე. დღეს ჩვენ ათასობით მომხმარებელს დავეხმარეთ მათი ოცნების ავტომობილების იმპორტირებაში შეერთებული შტატებიდან თუ კანადიდან. ლოგისტიკის, განბაჟებისა და ავტომობილების შემოწმების სფეროებში ჩვენი გამოცდილების წყალობით, მარტივად ვმართავთ იმპორტის პროცესს. ჩვენი სერვისი სრულადაა მორგებული მომხმარებლის საჭიროებებს - ეს კი გვაქცევს სანდო პარტნიორად საავტომობილო ინდუსტრიაში.

მსოფლიოს მასშტაბით, კაუკასუს აუტოს მიერ იმპორტირებული ავტომობილების რიცხვმა უკვე მილიონს გადააჭარბა.

გვყავს 50-ზე მეტი პარტნიორი მთელი მსოფლიოს მასშტაბით
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი ადამიანებით, რომლებიც ზრუნავენ, რომ მიიღო მაღალი ხარისხის მომსახურება და შენზე მორგებული პროდუქტები.

ჩვენი მისია თავიდანვე მკაფიო იყო - საერთაშორისო ბაზარზე მაქსიმალურად გაგვემარტივებინა ავტომობილის შეძენის პროცესი. მისია დღესაც იგივეა. წლების განმავლობაში დავნერგეთ მეტი სერვისი და სიახლე, რომელიც მანქანის შერჩევისა და შეძენის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს. ჩვენ გვსურს, რომ ნებისმიერი გზა, რომელსაც მომხმარებელი გაივლის, იყოს გამჭვირვალე და იოლად გასაგები. თუკი ოცნების მანქანის შეძენა გადაწყვიტე, პროცესების მართვა ჩვენ მოგვანდე - კავკასუს ავტოს გამოცდილება შენს ხელშია.

შენი ნდობის მოპოვება და მოლოდინების გამართლება ჩვენი მთავარი მამოძრავებელია
მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი სერვისების, გუნდის და შენი ბიზნესის განვითარებაზე
ვნერგავთ და გთავაზობთ ინოვაციურ პროდუქტებს საუკეთესო გამოცდილების შექმნისთვის
შენი ავტომობილის ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე დაზღვეულია