July 14, 2026
დიაგნოსტიკა ხელოვნური ინტელექტით
ავტომობილის დიაგნოსტიკა ყოველთვის სასურველი შედეგით არ სრულდება, რადგან მიღებული პასუხის ხარისხი ხშირად დამაკმაოფილებელი არ არის.

ავტომობილის დიაგნოსტიკა ყოველთვის სასურველი შედეგით არ სრულდება - მიგყავს მანქანა სერვისცენტრში, ცდილობ იპოვო პრობლემა, მიღებული პასუხის ხარისხი კი ხშირად დამაკმაოფილებელი არ არის.
AutoSonix-ს ამ რეალობის შეცვლა სურს.
მათი ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული მოწყობილობა უერთდება ავტომობილს, „უსმენს“ მას და ხმებს რეალურ დროში დიაგნოსტიკურ მონაცემებად გარდაქმნის. ეს ახალი ტექნოლოგია, მექანიკოსებსა და ავტომფლობელებს სთავაზობს გზას, მხოლოდ ხმის ტალღების მეშვეობით დაადგინონ გაუმართაობა.
როგორ მუშაობს სისტემა? “მანქანური სწავლების’’ (Machine Learning) ალგორითმების გამოყენებით, რომლებსაც უკვე ათასობით სხვადასხვა ჩანაწერი აქვთ დასწავლილი.
დაწყებული გამართულად მომუშავე ძრავის ხმიდან - ღვედის ან ტურბო კომპრესორის ხმამდე. ხელოვნური ინტელექტი ახდენს ხმის იზოლირებას, ფილტრავს მას და ადარებს მონაცემთა ბაზაში არსებულ „ხმოვან ხელწერებს“. შედეგად, ის იძლევა დიაგნოზს იმ სიზუსტით, რომელიც ხშირად გამოცდილი მექანიკოსისთვისაც კი შეუძლებელია.

ამ ეტაპზე, ამ სისტემის მთავარი მიზანია დროის დაზოგვა, პროცესების გამარტივება და სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. სამომავლოდ კი, ამ ტექნოლოგიაზე მომუშავე კომპანიები ვარაუდობენ, რომ მსგავსი სისტემები ავტომობილებში ინტეგრირდება - მანქანა თავად შეძლებს საკუთარი მდგომარეობის ანალიზს, ხარვეზის აღმოჩენას და მძღოლის დროულად გაფრთხილებას.
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი მექანიკოსის გამოცდილებას ვერ შეცვლის, ის გახდება ინსტრუმენტი, რომელიც ავტომობილის მოვლას უფრო სწრაფსა და საიმედოს გახდის.


-T9vjqE0aL2MlTTp9DfPd024FnTDX3l.jpeg%3Fprefix%3Dprod&w=3840&q=75)
