March 02, 2026

ელექტრო კაიენი - პორშეს მემკვიდრეობის ახალი თავი

ელექტრო ავტომობილების (და არა მხოლოდ) მოყვარულებისთვის 2026 წელი სასიამოვნო სიახლით დაიწყო - პორშემ ახალი, სრულად ელექტრო კაიენი წარადგინა.

News
ელექტრო კაიენი - პორშეს მემკვიდრეობის ახალი თავი

ელექტრო ავტომობილების (და არა მხოლოდ) მოყვარულებისთვის 2026 წელი სასიამოვნო სიახლით დაიწყო - პორშემ ახალი, სრულად ელექტრო კაიენი წარადგინა. 


ეს ავტომობილი შექმნილია როგორც სისწრაფის, ასევე კომფორტის მოყვარული ადამიანებისთვის. ინოვაციურობა, რომელიც ინსპირირებულია ფორმულა E-ს ბოლიდის ტექნოლოგიით, უსწრაფესი დატენვის შესაძლებლობა და სრულად გარდაქმნილი, კომფორტზე ორიენტირებული ინტერიერი ამ ავტომობილის მთავარი განმასხვავებელი მახასიათებლებია. 


filters_format(avif)-1.avif


ელექტრო კაიენს შთამბეჭდავი მონაცემები აქვს აჩქარებისა და ძრავის შესაძლებლობების თვალსაზრისით. სერიულ პორშეებს შორის ის ყველაზე მძლავრია - 1140 ცხენისძალიანი კაიენ ტურბო 100 კმ/სთ-ს 2.4 წამში ავითარებს. 


მართალია, პორშეს მდიდრული იდენტობა შენარჩუნებულია, მაგრამ ინტერიერში ცვლილებები იმდენად მასშტაბურია, რომ ძველი მოდელებიდან, ფაქტობრივად, მხოლოდ საჭე და სარკის დეტალებია დატოვებული. ავტომობილს პორშეს ისტორიაში ყველაზე დიდი ციფრული ეკრანი აქვს, რაც კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს და მის მაღალტექნოლოგიურობას უსვამს ხაზს. 


thumbnail-1.jpeg


ელექტრო კაიენი ინოვაციურია დატენვის თვალსაზრისითაც. სწრაფი დამუხტვის რეჟიმში 10 წუთია საჭირო, რომ ავტომობილმა 300 კილომეტრი დაფაროს. სრულად დამუხტვის შემთხვევაში, ელექტრო კაიენი 500 კილომეტრზე მეტს გაივლის. 


ამ ეტაპზე, ავტომობილის მხოლოდ წინასწარ შეკვეთაა შესაძლებელი. ბაზარზე მის გამოჩენას წლის მეორე ნახევრიდან ელოდებიან. სტანდარტული მოდელის ღირებულება $109 000-დან დაიწყება, ხოლო ტურბო ვერსიის - $163 000-დან. 


ბენზინზე მომუშავე და ჰიბრიდულ მოდელებს რაც შეეხება, მათი გამოშვება გაგრძელდება და ამ ეტაპზე წარმოების შეწყვეტა არ იგეგმება.

News

Explore News

ქუქი-ფაილების პარამეტრები

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს კონტენტის პერსონალიზაციისთვის, რეკლამების მორგებისა და თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. "დათანხმებაზე" დაჭერით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქი-ფაილების პოლიტიკას.