May 15, 2026

Mercedes-Benz-მა აშშ-ში პროგრამული ხარვეზის გამო 144 000 ავტომობილი ბაზრიდან გამოითხოვა

Mercedes-Benz-მა აშშ-ს ბაზარზე განთავსებული 144 049 ავტომობილი მას შემდეგ გაიწვია, რაც გაირკვა, რომ ციფრული ხელსაწყოების პანელს პრობლემა აქვს.აღნიშნული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციაში (NHTSA) წარდგენილი დოკუმენტებით დასტურდება.

სიახლეები

გაწვეულ მოდელთა შორისაა: AMG GT, C-class, E-class, SL-class, CLE-class და GLC-class. NHTSA-ს დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, პროგრამული ხარვეზი ჩამოთვლილი მოდელების სრულ შემადგენლობას დაუფიქსირდა.

უფრო კონკრეტულად, პრობლემური საინფორმაციო-გასართობი (infotainment) მართვის ბლოკის პროგრამული უზრუნველყოფა აღმოჩნდა. როგორც დოკუმენტებში ვკითხულობთ, მართვის ბლოკმა სისტემური შეფერხებისგან თავის დასაცავად, შესაძლოა სისტემა გაცილებით უფრო ხშირად გადატვირთოს, რაც, როგორც წესი, ციფრული ხელსაწყოების პანელის დისპლეის დროებითი გათიშვის მიზეზი ხდება. ასეთ დროს, იზრდება ავარიების რისკი, ვინაიდან მძღოლი უმნიშვნელოვანეს ინფორმაციაზე კარგავს წვდომას.

ხარვეზის წარმოქმნამდე მძღოლების გაფრთხილების მექანიზმი არ არსებობს, სისტემის გადატვირთვის შემთხვევაში, მის ხელახლა ჩატვირთვამდე, მცირე დროით ხელსაწყოების პანელი გათიშულია. 

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა პროგრამული ხასიათისაა, მისი გადაჭრის გზა ძალიან მარტივია. დაზიანებული ავტომობილების მფლობელებსა და დილერებს ეტაპობრივად ეგზავნებათ შეტყობინება, რომ ხარვეზიანი მოდელები Mercedes-Benz-ის ავტორიზებულ სერვისცენტრში მიიყვანონ, სადაც ტექნიკოსებისაინფორმაციო-გასართობი მართვის ბლოკის პროგრამულ უზრუნველყოფას განაახლებენ.

სიახლეები

ბლოგი

Explore News

ქუქი-ფაილების პარამეტრები

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს კონტენტის პერსონალიზაციისთვის, რეკლამების მორგებისა და თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. "დათანხმებაზე" დაჭერით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქი-ფაილების პოლიტიკას.