September 04, 2026
ელექტრო SUV, რომელიც ოფ-როუდისთვის შეიქმნა
რთული რელიეფებისა და კლდოვანი გზებისთვის Wrangler-ის სტილში შექმნილი 2026 წლის Jeep Recon EV საშუალო ზომის ელექტრო SUV-ია, რომელიც გამავლობას თანამედროვე ელექტროტექნოლოგიებს უთავსებს.

ელექტრომობილებმა თავი თითქმის ყველა სეგმენტში დაიმკვიდრეს - ისინი შეიჭრნენ ისეთ კლასებში, როგორიცაა სრულზომიანი პიკაპები, უნივერსალები და ლუქს კლასის ქროსოვერები/SUV-ები.
2026 წლის Jeep Recon EV ბაზარზე რთული რელიეფებისა და კლდოვანი გზების დასაპყრობად შემოდის. Wrangler-ის სტილში შექმნილი ეს საშუალო ზომის ელექტრო SUV ისეთი მახასიათებლებით გამოირჩევა, როგორიცაა ღილაკზე დაჭერით გასახსნელი პანორამა და მარტივად, ხელსაწყოების გარეშე მოსახსნელი კარი.

Jeep-ის სხვა საშუალო ზომის ელექტრომოდელის - Wagoneer S-ის მსგავსად, Recon აღჭურვილია ორი ელექტროძრავით, ოთხივე წამყვანი სისტემითა და 650 ცხენის ძალით. წინასწარი მონაცემებით, საწყისი Moab ვერსია ერთი სრული დამუხტვით დაახლოებით 370 კმ-ს გაივლის, ხოლო სამომავლო მოდიფიკაციებში ეს მანძილი სავარაუდოდ 400 კმ-მდე გაიზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ შორ მანძილებზე მოგზაურობისთვის ეს რიცხვები ზოგიერთი კონკურენტის ფონზე მოკრძალებულად გამოიყურება, ის ოფ-როუდ გამოწვევების დასაძლევად სრულიად საკმარისია.
Recon-მა ბრენდისთვის დამახასიათებელი მკაცრი, კუთხოვანი და მებრძოლი სტილი სრულად შეინარჩუნა. ელექტრონული Sky One-Touch სახურავი მგზავრებს სტიქიასთან პირდაპირი კონტაქტის საშუალებას აძლევს.
მძიმე რელიეფისთვის შექმნილი მყარი ძარისა და უახლესი ტექნოლოგიების წყალობით, ამ მოდელმა ოფიციალურად მოიპოვა Trail Rated სერტიფიკატი. ეს კი აჩვენებს, რომ ელექტრომობილების ხანაშიც კი, Jeep-მა რთული გზების დალაშქვრისა და ბუნების დაპყრობის თავისი ლეგენდარული თვისებები არ დაკარგა.
-GKOvXenVyJO7Yt4TacqWioPST7eZtr.jpeg%3Fprefix%3Dprod&w=3840&q=75)




