September 09, 2026
რა მანქანებით ვივლით GTA VI-ის ვირტუალურ ქუჩებში?
ჩვენი ბავშვობის განუყოფელი ნაწილი - Infernus, Turismo, Cheetah, Comet და სხვა საკულტო ავტომობილები უბრალოდ გამოგონილი მანქანები სულაც არ არის. მათი დიზაინის შექმნისას Rockstar Games რეალური ავტომობილებისა და ბრენდებისგან იღებდა ინსპირაციას - მაგალითად, Cheetah Ferrari Testarossa-ს, ხოლო Comet Porsche 911-ს უკავშირდება. მაგრამ რა გველოდება GTA VI-ში? რომელი ახალი მოდელები ვიხილეთ უკვე და რომელი რეალური ავტომწარმოებლები გახდნენ Rockstar-ის ინსპირაცია?

როგორც GTA-ის წინა ნაწილებში, GTA VI-ის სამყაროში ავტომობილებსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებს განსაკუთრებული ადგილი ექნებათ.
ჩვენი ბავშვობის განუყოფელი ნაწილი - Infernus, Turismo, Cheetah, Comet და სხვა საკულტო ავტომობილები 0 უბრალოდ გამოგონილი მანქანები სულაც არ არის. მათი დიზაინის შექმნისას Rockstar Games რეალური ავტომობილებისა და ბრენდებისგან იღებდა ინსპირაციას - მაგალითად, Cheetah Ferrari Testarossa-ს, ხოლო Comet Porsche 911-ს უკავშირდება.
მაგრამ რა გველოდება GTA VI-ში? რომელი ახალი მოდელები ვიხილეთ უკვე და რომელი რეალური ავტომწარმოებლები გახდნენ Rockstar-ის ინსპირაცია?
Rockstar-მა ტრადიციას არ უღალატა და GTA VI-ის ვირტუალური ქუჩები ამერიკული კულტურის, „მასლქარების“, ეგზოტიკური სუპერქარებისა და პრაქტიკული პიკაპების ნაზავით აავსო.
ტრეილერებში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია რეტრო სტილის Grotti Cheetah ’95-მა, რომელიც უშუალოდ 90-იანი წლების ლეგენდარული Ferrari Testarossa-სა და 512 TR-ის დიზაინს იმეორებს. ასევე, გვხვდება უფრო თანამედროვე მოდელები, რომლებიც ფერარის V12 ძრავიანი კუპეების შთაგონებითაა შექმნილი.

ასევე გვხვდება მეორე გამორჩეული ბრენდიც, პეგასი (Pegassi), რომელიც ზუსტად იმეორებს ლამბორგინის სტილს. მისი მოდელი Tempesta კი Huracán-ის პროტოტიპია.
ევროპული სპორტული და პრემიუმ მანქანები თამაშში ძირითადად გერმანული ლეგენდების მიბაძვითაა შექმნილი. მაგალითად, ბრენდი Pfister გვთავაზობს ისეთ მოდელს, როგორიცაა Comet S2 Cabrio - ის პორშეს დიზაინსა და ხასიათს იმეორებს.
გერმანული ავტომობილების მოყვარულთათვის არის Ubermacht(BMW-ს სტილში), რომლის მოდელებიც, მათ შორის Cypher, მკაცრი ფორმებითა და სპორტული აგრესიით BMW-ს M სერიას ჰგავს. მერსედესის ძლიერი და სწრაფი AMG-ის მოყვარულებს კი Benefactor-ის ლუქს-კლასის მოდელები ახარებთ.
ფლორიდის კულტურა წარმოუდგენელია უზარმაზარი პიკაპების გარეშე, რასაც Rockstar თამაშში სრულყოფილად ასახავს. ტალახიან გზებსა და სანაპიროებზე მთავარი ოფროუდ ძალა ამერიკული სატვირთოების ვერსიებია - მაგალითად, კლასიკური Chevrolet-ების სტილში შექმნილი Declasse Yosemite და უზარმაზარი Ford F-Series-ების შთაგონებით აწყობილი Vapid-ის პიკაპები.
თამაშის გაფართოებული რუკა მეტ შესაძლებლობას აძლევს მოთამაშეებს სუპერქარებით, პიკაპებით, მოტოციკლებით, თვითმფრინავებითა და ნავებით გადაადგილდნენ.
გაჩნდება კითხვებიც - რატომ არ იყენებს Rockstar Games ლიცენზირებულ, რეალურ ავტომობილებს? პასუხი მარტივია: რეალური ბრენდები მკაცრად ზღუდავენ საკუთარი მანქანების განადგურებისა და დაზიანების კადრებს, რაც GTA-ს ერთ-ერთი მთავარი სულისკვეთებაა. გარდა ამისა, ასობით ბრენდთან ინდივიდუალური კონტრაქტების გაფორმება ხარჯებთან და დიდ იურიდიულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, სატირისა და პაროდიის პრინციპებზე დაყრდნობით შექმნილი შიდა სახელები როკსტარს შემოქმედებით თავისუფლებას ანიჭებს.
GTA VI-ის ოფიციალური გამოსვლა PlayStation 5-სა და Xbox სერიის კონსოლებზე 2026 წლის 19 ნოემბრისთვის არის ჩანიშნული.
-GKOvXenVyJO7Yt4TacqWioPST7eZtr.jpeg%3Fprefix%3Dprod&w=3840&q=75)




