June 19, 2026
ავტოინდუსტრიის მოსალოდნელი ტენდენციები
უკანასკნელ წლებში საავტომობილო ინდუსტრია მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის რაც საქართველოს საავტომობილო ბაზარზეც მნიშვნელოვნად აისახება.
უკანასკნელ წლებში საავტომობილო ინდუსტრია მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის რაც საქართველოს საავტომობილო ბაზარზეც მნიშვნელოვნად აისახება.
ტექნოლოგიური ინოვაციები, მომხმარებელთა მოთხოვნები და გარემოსდაცვითი რეგულაციები ის ფაქტორებია, რაც ამ პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ტრადიციული სეგმენტი სტაბილურ განვითარებას განაგრძობს, ყველაზე სწრაფ ზრდას ელექტროავტომობილების (EV), ჰიბრიდების, პროგრამულად განსაზღვრული ავტომობილებისა (SDV) და ავტონომიური მართვის სისტემების მიმართულებები აჩვენებს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ავტომობილების გლობალური ბაზარი 2026-2035 წლებში საგრძნობლად მაღალი ტემპით გაიზრდება და ამ ტენდენციაში უმნიშვნელოვანესი როლი სწორედ ზემოაღნიშნულ მიმართულებებს ექნებათ.
იცვლება მომხმარებლის ქცევაც და ეკოლოგიური ავტომობილები ბაზრის წამყვანი კატეგორია ხდება - რაც განვითარებადი ქვეყნებისთვის ელექტრო და ჰიბრიდ ავტომობილებს წინა პლანზე წამოწევს.
ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად არსებობს მოლოდინი, რომ ელექტროავტომობილების ბატარეების სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწება და ამჟამად არსებული ნაკლოვანებები მის მთავარ უპირატესობად იქცევა. ეს ტენდენცია საქართველოზეც აისახება - კატეგორიაზე მზარდი მოთხოვნა ბაზარზე მათთვის განკუთვნილი სერვისების რაოდენობის ზრდასაც განაპირობებს.
თვითმართვადი ავტომობილები ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა. სერიულ წარმოებაში არსებული შეზღუდული რაოდენობის მოდელები, ტექნიკური ხარვეზების გამო არაერთ გაუგებრობაში აღმოჩნდნენ. თუმცა, სამომავლო პერსპექტივაში ამ სეგმენტს დიდი პოტენციალი აქვს.
უსაფრთხოებისა და კომფორტის კომპონენტების დახვეწისა და გამოსწორების შემთხვევაში, სეგმენტმა შესაძლოა, გარდამტეხი როლი ითამაშოს საგზაო უსაფრთხოების, საცობების შემცირებისა და მგზავრობის პროცესის გაუმჯობესებაში.
გლობალური ბაზრის სწრაფ ზრდასთან ერთად, საქართველოს ავტობაზარიც იცვლება. ავტობიზნესის წარმატებისთვის გადამწყვეტი ხდება ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი, სიახლეების ცოდნა და სწრაფად ცვალებად გარემოსთან ფეხის აწყობა.

