March 24, 2026
რა უნდა იცოდე, თუ ავტომობილის ამერიკის აუქციონზე შეძენას ფიქრობ
ავტომობილის ამერიკიდან ჩამოყვანის პროცესი დღეს უკვე ბევრად უფრო დაცული, სწრაფი და გამართულია. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დაზღვევის მექანიზმებიც, ტრანსპორტირების დრო კი შემცირდა. შედეგად, მთლიანი პროცესი უფრო კონტროლირებადი და პროგნოზირებადია. გიზიარებთ 5 მნიშვნელოვან რჩევას, რომელიც ავტომობილის შეძენას კიდევ უფრო გაგიმარტივებს.

ავტომობილის ამერიკიდან ჩამოყვანის პროცესი დღეს უკვე ბევრად უფრო დაცული, სწრაფი და გამართულია. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დაზღვევის მექანიზმებიც, ტრანსპორტირების დრო კი შემცირდა. შედეგად, მთლიანი პროცესი უფრო კონტროლირებადი და პროგნოზირებადია.
ექსპერტების შეფასებით, ავტომობილის ბაზარზე საუკეთესო ფასად შეძენის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა სწორედ აშშ-ს ავტოაუქციონებია. ამას დამატებული, აშშ-სა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებული ლოგისტიკური ქსელი უკვე სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
გიზიარებთ 5 მნიშვნელოვან რჩევას, რომელიც ავტომობილის შეძენას კიდევ უფრო გაგიმარტივებს.
რჩევა 1:
აუცილებელია, წინასწარ განსაზღვრო მიზანი და ბიუჯეტი, რადგან ეს აუქციონზე სწორი გადაწყვეტილების მიღებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს. გაითვალისწინე, რომ ავტომობილს ამერიკიდან ჩამოყვანა, მხლოდ მის ღირებულებას არ მოიცავს. გასათვალისწინებელია აუქციონის მოსაკრებელი, ტრანსპორტირების ღირებულება, განბაჟებისა და საჭიროების შემთხვევაში, შეკეთების ხარჯებიც. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა ხარჯზე იმპორტიორი კომპანიისგან სრული და ზუსტი ინფორმაცია წინასწარ მიიღო.
რჩევა 2:
შესაძლოა, ავტომობილი ვიზუალურად იდეალურ მდგომარეობაში იყოს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. აუცილებელია მისი დეტალური შემოწმება Carfax-ისა და გამოცდილი ექსპერტის მიერ.
Carfax-ის მეშვეობით შეამოწმებ უტარდებოდა თუ არა ავტომობილს სერვისები რეგულარულად, ჰქონდა თუ არა წარსულში დაზიანებები, რამდენი მფლობელი ჰყავდა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალებს.
რჩევა 3:
ავტომობილის შერჩევისას ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი მისი ლოკაციაა, რაც შენს ხარჯებთან პირდაპირ კავშირშია. რაც უფრო შორს მდებარეობს ავტომობილი საპორტო ქალაქებიდან, უფრო იზრდება სახმელეთო გადაზიდვის ღირებულებაც. ამასთან, ადგილმდებარეობა ექსპერტებს ხშირად ეხმარება შესაძლო ფარული დაზიანებების წინასწარ განსაზღვრაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, ენდო გაყიდვების მენეჯერის რჩევას და ლოკაციაც შესაბამისი გათვლით შეარჩიო.
რჩევა 4:
სასურველია, ავტომობილის ჩამოსვლამდე წინასწარ მოიძიო საჭირო სერვისები, ნაწილები და კვალიფიციური ხელოსნები. ეს ავტომობილის შეკეთებისას მნიშვნელოვან დროის რესურსს დაგიზოგავს.
რჩევა 5:
ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ავტოიმპორტიორი კომპანიის სწორად შერჩევაა. არასწორმა არჩევანმა შესაძლოა დამატებითი სირთულეები შექმნას, რაც პირდაპირ აისახება როგორც დროზე, ისე ფინანსებზე. გამოცდილ კომპანიას აუქციონებზე არ გამოეპარება ავტომობილის ფარული დაზიანებები, წინასწარ მოგაწვდის ამომწურავ ინფორმაციას ყველა ხარჯის შესახებ და მაქსიმალურად გაითვალისწინებს შენს მოთხოვნებს.
ბონუს რჩევა, თუ ავტომობილი გასაყიდად ჩამოგყავს: კაუკასუს აუტოს სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, ავტომობილის გაყიდვამდე შეგიძლია უფასო პარკინგით ისარგებლოთ, ავტომობილის გაყიდვაზე კი ჩვენი წარმომადგენელი იზრუნებს.
თუ ავტომობილის ამერიკიდან ჩამოყვანას ფიქრობ, კაუკასუს აუტოში ყველა წინაპირობა შექმნილია. დაგვიკავშირდი და ერთად დავიწყოთ შენი მომავალი ავტომობილის ძიება.
.jpeg)







