October 31, 2025
წამყვანმა ავტოიმპორტიორმა კაუკასუს აუტომ სათაო ოფისი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გახსნა
კაუკასუს აუტო, ერთ-ერთი წამყვანი ავტომობილების იმპორტიორი 20-წლიანი გამოცდილებით, ოფიციალურად ხსნის სათაო ოფისს შარჯაში.

შარჯა, არაბეთის გაერთიანებული საემიროები – კაუკასუს აუტო, ერთ-ერთი წამყვანი ავტომობილების იმპორტიორი, რომელიც უკვე 20 წელია ბაზარზე ოპერირებს, ოფიციალურად ხსნის სათაო ოფისს შარჯაში. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია კომპანიის ისტორიაში, რომელიც მიზნად ისახავს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ავტო-ბაზარზე დილერებს შესთავაზოს სრულყოფილი მომსახურება და უზრუნველყოს მათთვის აშშ-დან ავტომობილების იმპორტის გამარტივებული პროცესი.
2004 წელს დაფუძნებულ კაუკასუს აუტოს აშშ-დან 1,000,000-ზე მეტი ავტომობილი ჰყავს იმპორტირებული. კომპანიის გუნდი 700-ზე მეტი პროფესიონალისგან შედგება და წარმოდგენილია 8 ქვეყანაში - მათ შორის საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, პოლონეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში და ახლა უკვე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ეს მას უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, რომ შუა აღმოსავლეთის დილერებს მათზე მორგებული მომსახურება გაუწიოს.
„არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სათაო ოფისის გახსნა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც შეცვლის ავტომოილების იმპორტის გამოცდილებას ემირატების დილერებისთვის” - აღნიშნა გიორგი მაკარიძემ, კაუკასუს აუტოს რეგიონულმა დირექტორმა. „არაბეთის გაერთიანებული საემიროები ჩვენთვის მხოლოდ ახალი ბაზარი არაა, ის არის კარიბჭე მთელი შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიისთვის. ჩვენი მიზანია დავამკვიდროთ გამჭვირვალობის, ეფექტიანობისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების ახალი სტანდარტები და გავხდეთ სანდო პარტნიორი რეგიონის ყველა დილერისთვის.“
კაუკასუს აუტო არაბეთის გაერთიანებული საემიროების დილერებს სთავაზობს სერვისებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ამარტივებს ავტომობილის იმპორტის მთელ პროცესს. მათ შორისაა:
კაუკასუს აუტო არაბეთის გაერთიანებული საემიროების დილერებს სთავაზობს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამარტივებს ავტომობილის იმპორტის მთელ პროცესს:
- უფასო პრემიუმ წვდომა აუქციონებზე – პირდაპირი წვდომა სერტიფიცირებულ A კატეგორიის აშშ-ის აუქციონებზე (მათ შორის Copart) ბაზარზე ყველაზე დაბალი საკომისიოებით.
- შერჩევა და ინსპექცია – ავტომობილის ისტორიის დეტალური შემოწმება Carfax-ისა და Autocheck-ის საშუალებით, პროფესიული კონსულტაცია და აუქციონზე ბიდის გაკეთება დილერის სახელით.
- სრული დაზღვევა და გადაზიდვა – სწრაფი ტრანზიტი შუამავლების გარეშე, ინტეგრირებული დაზღვევა დამატებითი გადასახადის გარეშე და გამჭვირვალე, კონკურენტული ტარიფები.
- პირადი მენეჯერები – თითოეულ დილერს ჰყავს ადგილობრივი მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ მხარდაჭერას და მზად არის პირადად შეხვედრისთვის.
- გამარტივებული საბაჟო პროცედურები და ლოგისტიკა – სრული დოკუმენტაციის, პორტის გაფორმებისა და მიწოდების უზრუნველყოფა ერთიან ინვოისში.
- უნიკალური დაფინანსების პროდუქტები - მოტოციკლების ეკონომიური ტრანსპორტირება, SUV-ების გადაზიდვა სედანის ტარიფით და სხვა.
არაბეთის გაერთიანებული საემიროების საავტომობილო სექტორი სწრაფად იზრდება, რაც განაპირობებს მაღალ მოთხოვნას ხარისხიან ავტომობილებსა და ეფექტურ მიწოდებაზე.
შარჯაში ოფისის გახსნით, კომპანია ამარტივებს და აჩქარებს კავშირს აშშ-ის აუქციონებსა და ადგილობრივ დილერებს შორის, უზრუნველყოფს სწრაფ მიწოდებას, პროგნოზირებად ხარჯებს და პერსონალიზებულ მომსახურებას, რომელიც მხოლოდ ლოგისტიკით არ შემოიფარგლება.
წყარო: https://www.businessreviewmea.com/2025/09/03/caucasus-auto-import-opens-regional-hq-in-sharjah/


