October 30, 2025
კაუკასუს აუტო უკვე პოლონეთის ბაზარზეა
კაუკასუს აუტო გაფართოებას აგრძელებს და ბოლონეთის ავტობაზარზე შედის, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის სერვისებით სარგებლობა უკვე პოლონეთშიც შესაძლებელია.

კაუკასუს აუტო გაფართოებას აგრძელებს და პოლონეთის ავტობაზარზე შედის, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის სერვისებით სარგებლობა უკვე პოლონეთშიც შესაძლებელია.
ამ ეტაპზე, კომპანია პოლონეთის ავტოდილერებს სთავაზობს:
- წვდომას აშშ-ის უმსხვილეს ონლაინ ავტოაუქციონებზე;
- ავტომობილების უსაფრთხო და დაზღვეულ ტრანსპორტირებას აშშ-დან როტერდამის პორტამდე.
ბაზრის საჭიროებების საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ, ეტაპობრივად დაემატება ავტოდილერებზე მორგებული სერვისები და პროდუქტებიც.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია Copart ლაუნჯის გახსნაც, სადაც მომხმარებელი სრულ მხარდაჭერას მიიღებს აუქციონზე რეგისტრაციდან დაწყებული - ავტომობილის ტრანსპორტირების დაგეგმვამდე.
კაუკასუს აუტო უკვე 8 ქვეყანაში წარმატებით ოპერირებს, მისიით, რომ დაეხმაროს ადამიანებს ავტომობილების იმპორტსა და ავტობიზნესის გამჭვირვალედ და ეფექტურად წარმართვაში.


