October 27, 2025
ბრენდის განახლებული ვიზუალური იდენტობა
დღესდღეობით, კაუკასუს აუტო 8 ქვეყანაში არის წარმოდგენილი და მსოფლიოში ავტოიმპორტის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა.

დღესდღეობით, კაუკასუს აუტო 8 ქვეყანაში არის წარმოდგენილი და მსოფლიოში ავტოიმპორტის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. ციფრული სამყაროს სწრაფი განვითარების, მომხმარებელთა მოთხოვნების ცვლილებისა და კომპანიის საერთაშორისო მასშტაბების ზრდის ფონზე, გუნდმა რებრენდინგზე დაიწყო მუშაობა.
ახალი ვიზუალური იდენტობა მოძრაობისა და პროგრესის კონცეფციას ეფუძნება, რაც ასახავს კომპანიის მუდმივ სწრაფვას განვითარებისკენ. ბაზრის საფუძვლიან კვლევაზე დაყრდნობით, კაუკასუს აუტომ შეინარჩუნა თავისი 20-წლიანი მემკვიდრეობის არსი, მაგრამ ამავდროულად შექმნა თანამედროვე, მოქნილი და ენერგიით სავსე ბრენდი, რომელიც კომპანიის გამოცდილებას, მიღწევებსა და მომავლის ხედვას აერთიანებს. კაუკასუს აუტოს გუნდი გეგმავს კიდევ უფრო გააფართოოს არეალი, განავითაროს ახალი პროდუქტები და თავისი პოზიციები საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო გაამყაროს.