სიახლეები

კავკასიის ავტოიმპორტის ორგანიზებით რუსთავში გამწვანების ღონისძიება ჩატარდა

2021 წლის 16 მაისს, კავკასიის ავტოიმპორტის ორგანიზებითა და "რუსთავსერვის ცენტრის" დახმარებით, რუსთავის ცენტრალურ პარკში დაირგო:
დიადი ბოყვის, ცაცხვის, მარადმწვანე მუხისა და ქართული მუხის ჯიშების 215 ნერგი, რომელთა საშუალო ასაკი 5 წელია და სიმაღლე 2-დან 5 მეტრამდე მერყეობს.

კავკასიის ავტოიმპორტისთვის გარემოს დაცვა და ეკოლოგიაზე ზრუნვა მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ამიტომაც, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მსგავს პროექტებსა და კამპანიებში მონაწილეობას მომავალშიც მივიღებთ.

1000 ლარი ყველა მედდას!

კავკასიის ავტოიმპორტი, კავკასიის ბიზნეს ჯგუფის (cbg.ge) ლიდერი კომპანია, სოლიდარობის ნიშნად, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აგრძელებს პროაქტიულ მხარდაჭერას ქვეყნის, მთავრობის და სამედიცინო პერსონალის კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ და დაავადებული თანამოქალაქეების გამოჯანმრთელებისთვის თავდაუზოგავ ბრძოლაში.

ამჯერად, კომპანიამ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, კლინიკაში, კორონავირუსით დაავადებული თანამოქალაქეების გამოჯანმრთელებისთვის, წინა ხაზზე თავდაუზოგავ ბრძოლაში ჩაბმულ თითოეულ და ყველა 161 მედდას, საჩუქრად, მათ პირად საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 1000 ლარი.

საჩუქართან დაკავშირებით, სახელმწიფოს წინაშე წარმოქმნილ ყველა საგადასახადო ვალდებულებას დაფარავს კომპანია.

კავკასიის ავტოიმპორტი, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის ფარგლებში, მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის და თანამოქალაქეების თანადგომას.

TESLA ხელმისაწვდომი მოდელი იგვიანებს

რა ხდება TESLA-ს  ბიუჯეტურ მოდელზე ?

 

 ელონ მასკმა ისევ წამოიწყო საუბარი TESLA-ს  ახალ ელექტრომობილზე , რომლის ღირებულებაც  MODEL 3-ისა და MODEL Y -ს ფასის ნახევარი იქნება. TESLA-ს სურს მისი ღირებულება 25 000 აშშ დოლარს შეადგენდეს. ბიუჯეტური მოდელის წარმოების მოცულობა სხვა მოდელებს გადააჭარბებს. ეს პროექტი ჯერ კიდევ მანამდე მუშავდებოდა კომპანიაში, სანამ 37 000 აშშ დოლარის ღირებულების MODEL 3 -ზე ფიქრს დაიწყებდნენ და დღემდე  მნიშვნელოვან დავალებად რჩება.

,,დღევანდელი დღიდან, დაახლოებით 3 წლის შემდგომ, გვჯერა, რომ შევქმნით გამორჩეულ ელექტრომობილს, რომლის ღირებულება 25 000 აშშ დოლარს შეადგენს და ის იქნება სრულად ავტონომიური“ აღნიშნა ელონ მასკმა 2020 წელს.

 პროექტი 2022 წლის დასაწყისში შეფერხდა, როდესაც TESLA-მ აქცენტი Cybertruck-ისა და Semi-ს წარმოებაზე , ასევე ახალი ქარხნების გახსნაზე გააკეთა. პროცესი ამჟამად TESLA-ს  დიზაინ სტუდიამდეა მისული , სადაც მისი წარმოება უნდა დაიწყონ. რამდენად დროული იქნება მისი პრეზენტაცია ჯერჯერობით უცნობია. 

კავკასიის ავტოიმპორტის საჩუქარი ფოცხოეწერის სკოლას

 

 2022 წლის 2 ოქტომბერს, შპს ,,ენგური ატრაქციის“ ინიციატვით,  ენგურჰესთან არსებულ ფოცხოეწერის მოსახლეობის მხარდასაჭერად,  გაიმართა სხვადასხვა ტიპის საქველმოქმედო აქტივობა . მათ შორის ,   ჩატარდა  სანდრო მრევლიშვილის სახელობის, თბილისის მუნიციპალური თეატრის სპექტაკლი. კავკასიის ავტოიმპორტის გუნდმა,  ბათუმის ბოტანიკური  ბაღის  წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო  ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების ღონისძიებაში.

ფოცხოეწერის სკოლაში  50-მდე მოსწავლეა. მათი  დიდი სურვილი იყო სკოლას ჰქონოდა კომპიუტერული ტექნიკა და პროქტორი.  კავკასიის ავტოიმპორტმა, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში  ფოცხოეწერის სკოლას  გადასცა მათთვის სასურველი ტექნიკა. ვიმედოვნებთ, კომპიუტერული სივრცე  გაახალისებს მოსწავლეების ყოველდღიურობასა და სწავლის პროცესს. მათ საშუალება ექნებათ უყურონ ფილმებს, მოიძიონ ინფორმაცია და ჩაატარონ პრეზენტაციები. მასწავლებლებს კი შეეძლებათ გაკვეთილები მეტად საინტერესო ფორმატში წარმართონ. 

 კავკასიის ავტოიმპორტისთვის, სოციალური პასუხისმგებლობა ფუნდამენტურ ღირებულებას წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს ხარისხიანი და თანამედროვე განათლებისთვის აუცილებელი პირობები.

კავკასიის ავტოიმპორტი პანდემიასთან საბრძოლველად

26/03/2020

ჩვენმა კომპანიამ, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან და ეკონომიკური მდგომარეობის მოსალოდნელ დამძიმებასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება შეუერთდეს ქვეყნის ბრძოლას ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ და დაინფიცირებული ჩვენი თანამოქალაქეების სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის.


ამ ეტაპზე, კომპანიის მონაწილეობა გამოიხატა ფონდში 150,000 ლარის ოდენობის ფულადი შენატანით. კომპანია კავკასიის ავტოიმპორტი თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის ფარგლებში, მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის და თავისი თანამოქალაქეების თანადგომას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!