ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
შპს ,,კავკასიის ავტოიმპორტი’’ (შემდგომში “კომპანია”) ყველაზე მსხვილი ავტოიმპორტიორი კომპანია და უპირობო ლიდერია კავკასიის რეგიონში.
შპს ,,კავკასიის ავტოიმპორტი’’ არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაარსებული კომპანია.
საიდენტიფიკაციო ნომერი: 202241396
იურიდიული მისამართი: აღმაშენებლის გამზ. 156, თბილისი 0112
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანია კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე - WWW.CAI.GE-ს (შემდგომში "ვებსაიტი") მომხმარებლების/წევრების/სტუმრების მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების გამოყენების პირობების რეგულირება.
როგორ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება და გამოყენება ჩვენ მიერ?
პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
ჩვენ ვაფასებთ ამ ვებსაიტზე თქვენ ვიზიტსა და იმ ინტერესს, რომელსაც ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების მიმართ იჩენთ.
კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე შემოსვლით, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში “პოლიტიკა”). თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ ვებსაიტის მომდევნო გვერდებით სარგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განაგრძობთ ვებსაიტის გამოყენებასა და სერვისის მიღებას, ეს ავტომატურად ჩაითვლება პოლიტიკაზე სრულად დათანხმებად.
გასათვალისწინებელია, რომ პოლიტიკა შესაძლოა, დროდადრო განახლდეს და ასეთი განახლებების გაცნობა მომხმარებლის სრულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
პერსონალური მონაცემების დამუშავება
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის სრული და ზედმიწევნითი დაცვით.
თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობის შემდეგ და მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ გვაძლევთ დაკვეთას (მაგალითად: ავტომობილის აუქციონზე მოძიების შესახებ) ან როდესაც ჩვენთან აფორმებთ ხელშეკრულებას და ხსნით კაბინეტს.
მონაცემთა დამუშავების პირდაპირი მიზანია მომხმარებელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია დისტანციურად, ხმით ან/და ვიზუალურად (ფოტოსურათით), მათივე დასაცავად. მომხმარებლის ვიზუალურად (ფოტოსურათით) იდენტიფიკაციის პროცესში, მისი მონაცემები, ტექნიკურად დამუშავების მიზნით, შესაძლოა გადაეცეს მესამე კომპანიას, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ლიცენზია, კომპეტენცია და უფლებამოსილება.
ნებისმიერ შემთხვევაში, მონაცემების დამუშავებასა და მათი მხოლოდ და მხოლოდ სახელშეკრულებო ან/და მარკეტინგული მიზნებით გამოყენებაზე პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე გვეკისრება მხოლოდ ჩვენ.
თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ ინფორმაცია ჩვენს მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე, კერძოდ, მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. თქვენი მოთხოვნა შესრულდება დაუყოვნებლივ, თუკი აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის იმპერატიულ ნორმებს. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის თქვენთვის მოწოდების ვალდებულება წარმოგვეშვება მხოლოდ თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში.
როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
გთხოვთ, გაეცნოთ ინფორმაციას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შესახებ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას:
პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით ვიყენებთ არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ეს მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც თქვენ მიერ ჩვენი სერვისებით სარგებლობის პერიოდში მოვიპოვებთ, რაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის.
როდესაც თქვენ სტუმრობთ ვებსაიტს, სერვერი ავტომატურად იწერს თქვენი ვიზიტის ისეთ დეტალებს, როგორებიცაა:
ჩვენ ვიცავთ ყველა მოქმედ კანონსა და რეგულაციას, რომელიც ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და გამოყენების საკითხს ეხება.
თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენების კანონიერი უფლება გვაქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამისთვის კონკრეტული სახელშეკრულებო საფუძველი გაგვაჩნია, მაგალითად: თქვენ მიერ მოხდა ავტომობილის დაკვეთა ან/და სხვა სახის ხელშეკრულების გაფორმება ან/და ჩვენ შორის არსებობს სახელშეკრულებო ბოჭვა ან/და ხორციელდება/უკვე განხორციელდა თქვენ მიერ ჩვენი სერვისებით სარგებლობა.
გპირდებით, რომ:
თქვენ გაქვთ უფლება, არ დაეთანხმოთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას ან მოითხოვოთ მათი წაშლა ან გამოყენების შეწყვეტა. დაგვიკავშირდით, თუ გაქვთ შეკითხვები, არ ეთანხმებით ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების გამოყენებას ან გსურთ თქვენი მონაცემების გაუქმება ან გამოყენების შეზღუდვა.
როდის და რა წყაროებით ხდება პერსონალური მონაცემების მოპოვება და შეგროვება?
თქვენ შესახებ პერსონალური მონაცემების მოპოვება შესაძლებელია თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან ისეთ შემთხვევებში, როდესაც:
Cookies
ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რაც საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ მომხმარებელთა ქცევას ვებსაიტზე. ამ გზით, გვსურს დავრწმუნდეთ, რომ მომხმარებელს, ვებსაიტზე ყოფნისას ვთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას და რაც მთავრია, ეს ყველაფერი გვეხმარება ჩვენი სერვისების ხარისხის მუდმივად გაუმჯობესებაში.
ვებსაიტზე გროვდება მომხმარებლების საიტზე ნავიგაციისა და ქცევის შესახებ Cookies-იდან მიღებული ინფორმაცია, კერძოდ:
რისთვის ვიყენებთ მოპოვებულ ინფორმაციას?
Cookies-ის ფაილები გამოიყენება იმის დასადგენად, თუ როგორ ხვდებიან მომხმარებლები ჩვენს ვებსაიტზე. ვებსაიტის გამოყენების დაწყებამდე, თქვენ გაქვთ საშუალება დაეთანხმოთ Cookies-ს და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ შეტყობინებას ღილაკზე -„თანხმობა“ დაჭერით. იმ შემთხვევაში, თუ არ დაეთანხმებით „Cookie პოლიტიკა“-ს, მაგრამ გააგრძელებთ ვებ-გვერდის გამოყენებას, აღნიშნული ქმედება მაინც ჩაითვლება თქვენს თანხმობად ზემოთ აღნიშნულ ქმედებაზე.
ჩვენ არ ვიყენებთ Cookie-ს ფაილებს და მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვების შედეგად მიღებულ ინფორმაციას პირადი მონაცემების შეგროვების მიზნით. თუ გსურთ, შეზღუდოთ Cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებსაიტზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს თუ დაბლოკავთ ან წაშლით Cookie ფაილებს.
ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლოა საჭირო გახდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.
პროდუქტების მომხმარებლების საჭიროებებზე მორგება
ჩვენ ვახდენთ ჩვენი მომხმარებლების ჯგუფებად სეგმენტაციას, რათა შევისწავლოთ მათი ინდივიდუალური საჭიროებები და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მივიღოთ სასურველი და მათზე მორგებული გადაწყვეტილებები. ეს პროცესი გვეხმარება სხვადასხვა სეგმენტისთვის რელევანტური პროდუქტების შექმნასა და მათთან ურთიერთობის დარეგულირებაში.
მარკეტინგი
ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პირადი მონაცემები თქვენთვის კონკრეტული პროდუქტების გასაცნობად. ჩვენ წვდომა გვაქვს თქვენს პირად მონაცემებზე მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც თავად გვიზიარებთ. ამ მონაცემებს ვაგროვებთ თქვენთან თანამშრომლობის პერიოდში, ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით. ჩვენ შევისწავლით თქვენს მონაცემებს, რათა გავიგოთ, რა გჭირდებათ, რა გაინტერესებთ ან რა სურვილები შეიძლება გქონდეთ. ასე ვწყვეტთ, რომელი პროდუქტია თქვენთვის შესაფერისი. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს, როდესაც გვაქვს თქვენი თანხმობა.
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე შევწყვეტთ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხოება და ინტერესები, რის გამოც, ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებებს თქვენთვის შემოთავაზებული პროდუქტების, პირობებსა და კომპანიის მიერ განხორციელებული ცვლილებების შესახებ.
რა პერიოდით ვინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას?
თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენთან თანამშრომლობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ასევე, თანამშრომლობის დასრულების შემდეგ 5 წლამდე ვადით შემდეგი მიზეზების გამო:
გამონაკლის შემთხვევაში, ჩვენ შესაძლოა შევინახოთ თქვენი პირადი მონაცემები 5 წელზე მეტი დროით, თუ მისი წაშლის შესაძლებლობა არ გვაქვს სამართლებრივი ან ნორმატიული მიზეზების გამო. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შენახული თქვენი ნებისმიერი მონაცემი არასწორი ან არასრულია, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ თქვენი ეჭვების დასაფიქსირებლად. ჩვენ ყველა გონივრულ ზომას მივიღებთ, რათა შევამოწმოთ და გამოვასწოროთ ნებისმიერი ხარვეზი.
Use of Meta (Facebook) Platform Data
In addition to the data that you provide directly on our Website, "Caucasus Auto Import" Ltd also receives personal data through Meta platforms (such as Facebook, Instagram and Messenger) when you interact with our advertisements, lead forms or pages.
When you submit a lead form or otherwise contact us via Meta platforms, we may receive the following types of personal data from Meta, depending on what you choose to provide:
We use this data for the following purposes:
The legal basis for processing this data is your consent (when you submit the form) and/or the performance of a contract or steps taken at your request prior to entering into a contract.
We do not sell or rent Meta Platform Data to third parties. We may share such data only with service providers that process personal data on our behalf (for example, hosting providers, CRM system providers, IT service providers) and only to the extent necessary for them to provide their services to us, under appropriate confidentiality and data protection obligations.
You can request access to, correction or deletion of the personal data that we receive via Meta platforms at any time by contacting us at:
"Caucasus Auto Import" Ltd
Legal address: 156, Aghmashenebeli Avenue, Tbilisi 0112, Georgia
Email: info@caucasusauto.com
If you wish to change how Meta (Facebook, Instagram, etc.) itself processes your personal data, including how it shows you ads, please review your privacy settings directly in your Meta account and consult Meta’s own Data Policy.