July 07, 2026

BMW iX3 წლის საუკეთესო ავტომობილი და ელექტრომობილი

წლის საუკეთესო ავტომობილის ტიტულისთვის ბრძოლა თანამედროვე ინდუსტრიაში სულ უფრო რთული ხდება. ამ კონკურენციის ფონზე კი გამოვლინდნენ World Car Awards-ის 2026 წლის გამარჯვებულები.

აუტო
BMW iX3 წლის საუკეთესო ავტომობილი და ელექტრომობილი

წლის საუკეთესო ავტომობილის ტიტულისთვის ბრძოლა თანამედროვე ინდუსტრიაში უფრო და უფრო რთული ხდება. მწარმოებლები ერთმანეთს ეჯიბრებიან ტექნოლოგიებით, ინოვაციებით, დიზაინითა და მართვის გამოცდილებით. სწორედ ამ კონკურენციის ფონზე გამოვლინდნენ World Car Awards-ის 2026 წლის გამარჯვებულები.


98 ავტოჟურნალისტისგან შემდგარმა საერთაშორისო ჟიურიმ BMW iX3-ს არა ერთი, არამედ ორი ტიტული მიანიჭა. 


ნიუ იორკის ავტოშოუზე გამართულ World Car Awards-ის ცერემონიაზე, iX3 წლის საუკეთესო ავტომობილად და ელექტრომობილად დაასახელეს. მასშტაბური ტესტ-დრაივების დროს, მოდელმა ჟიურიზე შთაბეჭდილება თავისი გამორჩეული სიმძლავრით, მართვის დინამიკითა და მოწინავე ტექნოლოგიური მახასიათებლებით მოახდინა.


„წლის მსოფლიო ავტომობილის“ ტიტულის მოსაპოვებლად, BMW iX3-მა 57 მაღალი კლასის კონკურენტს აჯობა. რაც შეეხება „წლის მსოფლიო ელექტრომობილის“ ნომინაციას, გამარჯვებისთვის სულ 43 ავტომობილი იბრძოდა.

გერმანული ავტოგიგანტისთვის ეს ისტორიული შედეგია, რადგან ბოლოს ბრენდმა „წლის ავტომობილის“ ტიტული 20 წლის წინ, 2006 წელს, მე-3 სერიის (E90) მოდელით მოიპოვა.


2026 წლის ყველაზე მდიდრულ ავტომობილად Lucid Gravity დასახელდა. ეს ამ ნომინაციაში Lucid Motors-ის მეორე გამარჯვებაა - პირველი ტიტული 2023 წელს მოდელმა Lucid Air-მა მოიპოვა.



წლის საუკეთესო სპორტულ ავტომობილად დაასახელეს Hyundai Ioniq 6 N, რომელსაც ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება 3,2 წამში შეუძლია. ხოლო, წლის საუკეთესო დიზაინის ტიტული Mazda 6e/EZ-6-ს ერგო. 


2003 წლიდან (World Car Awards-ის დაარსებიდან) , ყველაზე მეტი - 11 ჯილდო გერმანულ ბრენდ Audi-ს აქვს მოპოვებული. მე-2 ადგილს კი 9 ჯილდოთი Mercedes Benz იკავებს.


აუტო

ბლოგი

Explore News

ქუქი-ფაილების პარამეტრები

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს კონტენტის პერსონალიზაციისთვის, რეკლამების მორგებისა და თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. "დათანხმებაზე" დაჭერით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქი-ფაილების პოლიტიკას.