June 24, 2026

ფუნქციები, რომლებსაც ავტომობილებში სათანადოდ ვერ აფასებენ

თანამედროვე ავტომობილები მომხმარებელს ხშირად აკვირვებს ახალი ტექნოლოგიებით, რომელიც მართვასა და მგზავრობას უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის.

აუტო
ფუნქციები, რომლებსაც ავტომობილებში სათანადოდ ვერ აფასებენ

თანამედროვე ავტომობილები მომხმარებელს ხშირად აკვირვებს ახალი ტექნოლოგიებით, ისეთი მოდიფიკაციებით, რომელიც მართვასა და მგზავრობას უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის.

ხშირად, თითქოს უმნიშვნელო ფუნქციები ავტომობილის შეძენისას მომხმარებლის ყურადღების მიღმა რჩება. სწორედ ამიტომ, მოვიძიეთ და შევკრიბეთ 5 ისეთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგია, რომლის შესახებაც ჯერ, შესაძლოა, არც კი გსმენია. 



1. Auto Hold (მუხრუჭის ავტომატური დაკავება)


თუ საცობში დგომა ხშირად გიწევს ეს ფუნქცია განსაკუთრებით გამოგადგება. როდესაც ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილით მოძრაობისას შუქნიშანზე ან გაჩერებულ საცობში სრულად დაამუხრუჭებ, Auto Hold სისტემას სამუხრუჭე წნევას უნარჩუნებს. შეგიძლია ფეხი პედლიდან აიღო - ავტომობილი ადგილიდან არ დაიძვრება და არც უკან დაგორდება. დაძვრისთვის კი უბრალოდ აქსელერატორს (გაზს) მსუბუქად უნდა შეეხო. 


2. ინდივიდუალურ გასაღებზე მიბმული მეხსიერება (Key-Linked Memory Profiles)


სავარძლების მეხსიერების ღილაკი ახალი არ არის, მაგრამ მისი ჭკვიან გასაღებთან  (Smart Key) ინტეგრაცია ნამდვილი ფუფუნებაა. პრემიუმ კლასის ავტომობილებში, სისტემა აღიქვამს კონკრეტულად რომელი გასაღებით აღებ ავტომობილს და სალონში სავარძლის პოზიციას ცვლის. ავტომატურად მოდიფიცირდება გვერდითა სარკეების კუთხე, საჭის სიმაღლე და კლიმატ-კონტროლის ტემპერატურაც კი. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია, მაშინ როცა ერთ ავტომობილს 2 ან მეტი ადამიანი იყენებს. 



3. ფიზიკური კლიმატ-კონტროლის მექანიზმები


ზოგიერთი ახალი ფუნქცია ვიზუალურად ეფექტურია, მაგრამ პრაქტიკულობით არ გამოირჩევა. თანამედროვე ავტომობილებს ყველა ღილაკი სენსორულ ეკრანზე აქვს, თუმცა ეს ბევრი მძღოლისთვის ნამდვილი თავისტკივილი აღმოჩნდა. ფიზიკური, მბრუნავი კლიმატ-კონტროლის ღილაკები ძალიან დაუფასებელი, მაგრამ სანატრელი ფუნქცია გახდა. ის გაძლევს შესაძლებლობას, ე.წ. „კუნთოვანი მეხსიერებით“, ყურადღების გაფანტვის გარეშე დაარეგულირო ტემპერატურა.


4. მანქანიდან დაშორებისას ავტომატური ჩაკეტვა (Walk-Away Auto Lock)


„ნეტა, მანქანა ჩავკეტე?“ - ეს კითხვა ალბათ უამრავ მძღოლს დაუსვამს საკუთარი თავისთვის. საბედნიეროდ, არსებობს Walk-Away ფუნქცია, რომელიც ამ პარანოიას აქრობს.

საკმარისია, გასაღები ჯიბეში გედოს და ავტომობილს რამდენიმე ნაბიჯით დაშორდე, სისტემა თავად კეტავს კარებს და ვიზუალური დასტურისთვის სარკეებს კეცავს..


5. საქარე მინის გათბობა (ძაფებით)


ზამთარში საკრედიტო ბარათებით ან პლასტმასის საფხეკებით მინების ყინულისგან გაწმენდა უამრავი მძღოლის გარდაუვალი „რიტუალია“. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი თბილი ჰაერის დაბერვას მინის გასალღობად 5-10 წუთი სჭირდება, საქარე მინაში ჩაშენებული მიკროსკოპული გამათბობელი ძაფები (რომლებიც ვიზუალურად თითქმის შეუმჩნეველია) ყინულს სულ რაღაც 60 წამში ადნობს.


ხშირად, ავტომობილის შეძენისას ვიზუალს უფრო დიდი ყურადღება ექცევა, ვიდრე რეალურად მნიშვნელოვან და საჭირო ფუნქციებს. იმედი გვაქვს, ეს ჩამონათვალი პრაქტიკული არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარება.  



აუტო

ბლოგი

Explore News

ქუქი-ფაილების პარამეტრები

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს კონტენტის პერსონალიზაციისთვის, რეკლამების მორგებისა და თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. "დათანხმებაზე" დაჭერით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქი-ფაილების პოლიტიკას.