February 23, 2026
კაუკასუს აუტოს CSR პლატფორმა
კაუკასუს აუტო ახალ CSR პლატფორმას ქმნის, სადაც ნიჭი რეალურ შესაძლებლობად იქცევა.

კაუკასუს აუტო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს იწყებს და ქმნის სივრცეს, სადაც ნიჭი რეალურ შესაძლებლობად იქცევა.
პროექტის ფარგლებში ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გადადგან ნაბიჯი წინ და საკუთარი წარმატება შექმნან - ასაკის, სფეროსა და გეოგრაფიის მიუხედავად.
პროექტის გახსნა გადავწყვიტეთ ლევან როგავა-ს ისტორიით, სადაც იგი 4 სვლით გვიყვება საკუთარ გზას - ამბავს, რომელიც ბევრი ადამიანისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.
გვჯერა, რომ რამდენიმე სწორი სვლით ნებისმიერი მიზნის მიღწევაა შესაძლებელი. ჩვენი მიზანი კი ერთია - მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიპოვოთ ნიჭიერი ადამიანები და მოვისმინოთ მათი ისტორიები: რეალური გზები, სვლები და შედეგები.
ზუსტად ვიცით, ამ ფორმატის მეშვეობით ბევრი საინტერესო ისტორიის აღმოჩენას შევძლებთ.
თუ გაქვს მონდომება და მიზანი, გახსოვდეს - ზუსტად ახლა, შენი სვლაა.
მოგვიყევი შენი ისტორია: Info@yourmove.com.ge





