July 01, 2026
შესაძლო პრობლემების გამო Land Rover-მა ბაზრიდან 250,857 ავტომობილი გამოითხოვა
აშშ-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციაში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, Land Rover-მა დაახლოებით 250 000 SUV/ქროსოვერი უკან გამოითხოვა.
-URZP1mtOjoWfb8OTCGRlkVzHUIc6NY.jpeg%3Fprefix%3Dprod&w=3840&q=75)
აშშ-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციაში (NHTSA) წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, Land Rover-მა დაახლოებით 250 000 SUV/ქროსოვერი უკან გამოითხოვა.
ეს გადაწყვეტილება Land Rover Defender-ის, Discovery-ისა და Range Rover-ის უსაფრთხოების ბალიშის პრობლემის გამო მიიღეს. ხარვეზი Discovery-ის 2021-2026, Defender-ის 2020-2026 და Range Rover-ის 2022-2026 წლებში გამოშვებულ მოდელებს ეხება.
როგორც NHTSA-ს დოკუმენტში წერია, უსაფრთხოების ბალიშის კონექტორი (დეტალი, რომელიც ორ ან მეტ სადენს ან ელექტრონულ კომპონენტს ერთმანეთთან აკავშირებს) დროთა განმავლობაში შეიძლება დაიჟანგოს. რაც ავარიის დროს უსაფრთხოების ბალიშის გახსნას აფერხებს. სავარაუდოა, რომ აღნიშნული ხარვეზი გამოთხოვილ 250,857-ვე ავტომობილს აქვს.

საბედნიეროდ, კვლევამ აჩვენა, რომ გამაფრთხილებელი ინდიკატორი მაჩვენებელთა დაფაზე აინთება მინიმუმ 500-600 კმ-ით ადრე, სანამ კონექტორი შემაფერხებლად დაიჟანგება. სერიის გაწვევის შესახებ განაცხადის შეტანისას, Land Rover-ს ინფორმაცია აღნიშნული დეფექტით გამოწვეული რაიმე სახის ავარიის ან დაშავების შესახებ არ ჰქონია.



-T9vjqE0aL2MlTTp9DfPd024FnTDX3l.jpeg%3Fprefix%3Dprod&w=3840&q=75)
