July 03, 2026
მსუბუქი ავტომობილების იმპორტის სტატისტიკა - 2026 წლის პირველი კვარტლის მიხედვით
ავტობიზნესში აქტიურად ჩართული ადამიანებისთვის, ისევე როგორც უბრალოდ ავტომოყვარულებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იცოდნენ, როგორ იცვლება ავტოინდუსტრიის ტენდენციები.

ავტობიზნესში აქტიურად ჩართული ადამიანებისთვის, ისევე როგორც უბრალოდ ავტომოყვარულებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იცოდნენ, როგორ იცვლება ავტოინდუსტრიის ტენდენციები, მომხმარებელთა მოთხოვნები და ბაზრის სტატისტიკა. სწორედ ამიტომ, გაგაცნობთ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ავტომობილების იმპორტის მონაცემებს.
იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობით პირველ ადგილს Toyota იკავებს - მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში ამ ბრენდის 5 266 ავტომობილი შემოვიდა. ყველაზე დიდი წილი მოდის ისეთ პოპულარულ მოდელებზე, როგორებიცაა Camry, Corolla, RAV4 და Prius.
მეორე პოზიციაზე 2 982 ავტომობილით ფორდია, მესამეზე კი მერსედესი - 2 229 იმპორტირებული ავტომობილით.
ტოიოტას, ფორდისა და მერსედესის გარდა, განსაკუთრებით პოპულარული ავტომობილებია ჰონდა (1 208 ერთეული), კია (1 148 ერთეული), მაზდა (1 132 ერთეული) და ლექსუსი (1 036 ერთეული).
2025 წელს საქართველოში 3,9 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილები იმპორტირდა. გასული წლების მსგავსად, საიმპორტო საქონლებს შორის კვლავ პირველი ადგილი უჭირავს ავტომობილებს (20,9%), რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით 0,3%-ით მეტია.
იმპორტიორი ქვეყნებიდან, პირველობას უკვე ზედიზედ 9 წელია არ თმობს აშშ, საიდანაც 2025 წელს დაახლოებით 2,28 მილიარდი დოლარის ღირებულების 184 427 მსუბუქი ავტომობილი შემოიყვანეს.
როგორ შეიცვლება საავტომობილო ბაზრის ტენდენციები და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ მიმდინარე წელს, ამას მომდევნო კვარტლების მონაცემების ანალიზი უფრო ნათლად გვაჩვენებს.



-T9vjqE0aL2MlTTp9DfPd024FnTDX3l.jpeg%3Fprefix%3Dprod&w=3840&q=75)
