July 02, 2026
ბრუნდება თუ არა ფერადი ავტომობილების ეპოქა?
დღეს ქალაქებში სულ უფრო ხშირად დომინირებს თეთრი, შავი, ნაცრისფერი და სხვა ნეიტრალური ფერები - ამ ფერთა გამის შექმნაში კი ავტომობილებს განსაკუთრებული როლი აქვთ.
-T9vjqE0aL2MlTTp9DfPd024FnTDX3l.jpeg%3Fprefix%3Dprod&w=3840&q=75)
ალბათ, არაერთხელ შეგხვედრია სტატია, მიმი თუ პოსტი იმის შესახებ, რომ ბოლო წლებში ფერების ტენდენცია შეიცვალა. როცა 1950-იანი წლების ფოტოებს ვუყურებთ, თვალში გვხვდება ფერადი ავტომობილები, სახლები, ავეჯი და ყოველდღიური ნივთები. მაგალითად, 1950 წელს გამოსული ამერიკული Chevrolet Bel Air, მკვეთრი და ცოცხალი ფერებით გამოირჩეოდა, როგორც ამ პერიოდის სხვა ბევრი ავტომობილი.
დღეს ქალაქებში სულ უფრო ხშირად დომინირებს თეთრი, შავი, ნაცრისფერი და სხვა ნეიტრალური ფერები - ამ ფერთა გამის შექმნაში კი ავტომობილებს განსაკუთრებული როლი აქვთ.

გამოცემა Car and Driver-ის ბოლო კვლევა მიუთითებს, რომ ფერადი ვიზუალი, შესაძლოა, კვლავ პოპულარული გახდეს, რაც „უფერული’’ ეპოქის დასასრულზე მიუთითებს. ბოლო ტრენდების მიხედვით, მომხმარებლები უფრო და უფრო ხშირად ირჩევენ მკვეთრ ფერებს, რაც ავტომწარმოებლებს მონოტონური პალიტრის შეცვლისკენ უბიძგებს.
Pantone-ის ფერების ინსტიტუტის საავტომობილო ექსპერტმა, გლორია ჯოვერმა, აღნიშნა, რომ ბოლო მონაცემების მიხედვით, ფერების პალიტრა „უფრო მეტად ვითარდება, ვიდრე სტაგნაციას განიცდის.’’ მან ხაზი გაუსვა ბოლო წლებში დაფიქსირებულ 2%-იან ზრდას.
ჯოვერმა განმარტა, რომ მყიდველები ხშირად ირჩევენ “უსაფრთხო” ფერებს შემდგომ ავტომობილების მარტივად გაყიდვის მიზნით. აშშ-ში ახალი ავტომობილების მყიდველთა თითქმის 80% სწორედ ამიტომ ანიჭებს ნეიტრალურ ტონებს უპირატესობას. ეს პრაქტიკული მიდგომაა, თუმცა, როგორც ჩანს, არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც მონოტონური ფერები კვლავ ასეთი პოპულარულია.
კიდევ ერთი ფაქტორი განსხვავებული შეფერილობის არჩევასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯია. მაგალითად, Ford F-150-ის შემთხვევაში, ისეთი ვარიანტები, როგორიცაა Ruby Red Metallic და Antimatter Blue Metallic, სტანდარტულ ფერებთან შედარებით ასობით დოლარით მეტი ღირს.
გარდა ამისა, კვლევის შედეგებში ხაზგასმულია მარგალიტისფერი თეთრი (pearl white) შეფერილობის პოპულარობის ზრდაც, განსაკუთრებით ელექტრომობილებში, სადაც ეს ფერი მინიმალისტურ ესთეტიკას ქმნის.
როგორც Car And Driver წერს, 2%-იანი მატება, შესაძლოა, მოკრძალებულად მოგვეჩვენოს, თუმცა, თვითგამოხატვისა და ინდივიდუალიზმის ეპოქაში, სავარაუდოა, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და გზებიც უფრო ფერადი გახდება.



