September 01, 2026

რა ფაქტორები განსაზღვრავს ბაზარზე ავტომობილის ფასს

ავტომობილის ღირებულება ერთ კონკრეტულ მსაზღვრელზე დამოკიდებული არ არის. მსოფლიო ბაზარზე ავტომობილის ფასს უამრავი გარე ფაქტორი განსაზღვრავს, იქნება ეს მოთხოვნა-მიწოდება, ტექნოლოგიური ცვლილებები, სავაჭრო პოლიტიკა, წარმოების დანახარჯები თუ სხვა. 

აუტო
რა ფაქტორები განსაზღვრავს ბაზარზე ავტომობილის ფასს

 ავტომობილის ღირებულება ერთ კონკრეტულ მსაზღვრელზე დამოკიდებული არ არის. მსოფლიო ბაზარზე ავტომობილის ფასს უამრავი გარე ფაქტორი განსაზღვრავს, იქნება ეს მოთხოვნა-მიწოდება, ტექნოლოგიური ცვლილებები, სავაჭრო პოლიტიკა, წარმოების დანახარჯები თუ სხვა. 

 

კონკრეტულ ქვეყნებში ფასები, შესაძლოა, ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. მსოფლიო ბაზარზე დადგენილი ფასის გარდა, ლოკალურად ფასზე გავლენას ახდენს ავტომობილის მდგომარეობა, ტრანსპორტირების ხარჯები, ვალუტის კურსი და იმ ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო წესები.

 

პოპულარულ მოდელებზე მაღალი მოთხოვნა ფასს ზრდის, ხოლო ძლიერი კონკურენცია და გაზრდილი მიწოდება, პირიქით, ფასის შემცირების წინაპირობას ქმნის. ბოლო წლებში ამის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი ელექტრომობილების ბაზარია: IEA-ის მონაცემებით, 2025 წელს ელექტრომობილების ბატარეების საშუალო ფასი კიდევ 8%-ით შემცირდა, რასაც წარმოების ეფექტიანობის ზრდა, ტექნოლოგიური ცვლილებები და კონკურენციის გაძლიერება უწყობდა ხელს.

 

მნიშვნელოვანი ფაქტორია ავტომობილის მდგომარეობა და სპეციფიკაცია - გამოშვების წელი, გარბენი, ძრავი, კომპლექტაცია, ავარიის ისტორია და ტექნიკური მდგომარეობა. 

 

ცალკე ფაქტორია ვალუტის კურსი. როდესაც ავტომობილის შესყიდვისა და ტრანსპორტირების ხარჯები უცხოურ ვალუტაშია, კურსის ცვლილება პირდაპირ აისახება საქართველოში მის საბოლოო ღირებულებაზე.

 

ამ ჯაჭვში ავტოიმპორტიორის როლიც მნიშვნელოვანია: მისი საქმიანობა მოიცავს ავტომობილის მოძიებასა და შეძენას, ტრანსპორტირებას, ლოგისტიკას, საბაჟო პროცედურებსა და მომხმარებლამდე მიწოდებას. შესაბამისად, საბოლოო ფასი მხოლოდ ავტომობილის საწყისი ღირებულება არ არის. ის იმ გზის ხარჯებსაც მოიცავს, რომელსაც ავტომობილი მომხმარებლამდე გადის.

 

საბოლოოდ, ავტომობილის რეალური ფასი შეიძლება განვიხილოთ როგორც საერთაშორისო საბაზრო ღირებულების, ავტომობილის მდგომარეობის, ლოგისტიკური და საგადასახადო ხარჯების, ვალუტის კურსისა და ადგილობრივი მოთხოვნის ერთობლიობა.

 

ამიტომ ავტომობილის არჩევისას მხოლოდ საწყისი ფასი არ უნდა იყოს მთავარი კრიტერიუმი. უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა: რა ჯდება ავტომობილი საბოლოოდ და რას ვიღებთ ამ ფასად? სწორედ ამ მიდგომით ხდება ავტომობილის ფასის რეალურად შეფასება - როგორც მომხმარებლისთვის, ისე იმპორტიორი კომპანიისთვი ან პარტნიორი დილერისთვის.


აუტო

Explore News

ქუქი-ფაილების პარამეტრები

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს კონტენტის პერსონალიზაციისთვის, რეკლამების მორგებისა და თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. "დათანხმებაზე" დაჭერით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქი-ფაილების პოლიტიკას.