August 11, 2026

კაუკასუს აუტო და არდი პარტნიორები გახდნენ

კაუკასუს აუტო და არდი პარტნიორები გახდნენ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ექსკლუზიური პირობები

აუტო
კაუკასუს აუტო და არდი პარტნიორები გახდნენ

კაუკასუს აუტო და არდი პარტნიორები გახდნენ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ექსკლუზიური პირობები, რომლებიც ავტომობილის დაზღვევას კიდევ უფრო მომგებიანს ხდის.


თუ გეგმავ ავტომობილის ამერიკიდან ჩამოყვანას ან უკვე ჩამოიყვანეთ კაუკასუს აუტოს დახმარებით, მის დასაზღვევად ახლა საუკეთესო დროა.


რას მოიცავს შეთავაზება?


  1. სტანდარტული Full პაკეტი: 2 თვის სადაზღვევო პრემია საჩუქრად ყველა სტანდარტულ ავტომობილზე (გარდა გამონაკლისებისა).
  2. VIP პაკეტი: 3 თვის სადაზღვევო პრემია საჩუქრად.


VIP პაკეტი ასევე მოიცავს დამატებით დაცვას ისეთი შემთხვევებისგანაც, რომლებიც უხეშმა გაუფრთხილებლობამ გამოიწვია, მათ შორის:

* წითელ შუქნიშანზე გავლამ;

* ღერძულა ხაზის გადაკვეთამ;

* სიჩქარის ლიმიტის მნიშვნელოვნად გადაჭარბებამ;

* და სხვა მსგავსმა შემთხვევებმა.


რას ნიშნავს 2 ან 3 თვის პრემია საჩუქრად?


მაგალითად, თუ თქვენი წლიური სადაზღვევო პრემია 1,200 ლარია (100 ლარი თვეში), 2-თვიანი საჩუქრის შემთხვევაში გადაიხდით მხოლოდ **10 თვის ღირებულებას**, ანუ 1,000 ლარს, რომელიც სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია 12 თვეზე გადანაწილდეს.


დამატებითი უპირატესობები


სადაზღვევო პაკეტთან ერთად მიიღებთ არაერთ დამატებით ბენეფიტსაც, მათ შორის:


  • 1,000 ლარამდე ზარალის უპატრულო რეგულირება;
  • SOCAR-ის საწვავზე 30 თეთრამდე ფასდაკლება;
  • ამბოლში 30%-მდე ფასდაკლება;
  • ავტომობილის რეცხვაზე სპეციალური ფასდაკლებები;
  • სხვა შეთავაზებები.


შეთავაზებით სარგებლობისთვის, არდიში უნდა წარადგინოთ კაუკასუს აუტოსგან შეტყობინების სახით მიღებული პრომო კოდი და თქვენი ავტომობილის VIN კოდი.


დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია ბმულზე ან დარეკე ცხელ ხაზზე: +995 32 2101010


შენი სვლაა

აუტო

ბლოგი

Explore News

ქუქი-ფაილების პარამეტრები

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს კონტენტის პერსონალიზაციისთვის, რეკლამების მორგებისა და თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. "დათანხმებაზე" დაჭერით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქი-ფაილების პოლიტიკას.

კაუკასუს აუტო და არდი პარტნიორები გახდნენ