October 22, 2026

რა არის VIN კოდი და რა ინფორმაციას ატარებს ის ავტომობილისშესახებ

VIN (სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი) კოდი უნიკალური 17-სიმბოლოიანი კოდია. ის მოიცავს ამომწურავ მონაცემებს ტრანსპორტის მარკის, მოდელის, გამოშვების წლისა და ადგილის, ასევე მისი ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ.

ბრენდი
რა არის VIN კოდი და რა ინფორმაციას ატარებს ის ავტომობილისშესახებ

VIN (სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი) კოდი უნიკალური 17-სიმბოლოიანი კოდია. ის მოიცავს ამომწურავ მონაცემებს ტრანსპორტის მარკის, მოდელის, გამოშვების წლისა და ადგილის, ასევე მისი ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ.


VIN კოდს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. პირველ ყოვლისა, ის გამოიყენება როგორც თავად ტრანსპორტის, ისე მისი მესაკუთრის იდენტიფიკაციისთვის. ქურდობის შემთხვევაში, დამნაშავეები ხშირად ცვლიან ავტომობილის სახელმწიფო ნომრებს, თუმცა მისი ნამდვილი ვინაობის დადგენა და პატრონისთვის დაბრუნება სწორედ VIN კოდის გადამოწმებით ხდება, რასაც აქტიურად მიმართავენ საპოლიციო და საგამოძიებო უწყებები.


გარდა ამისა, მეორადი ავტომობილის შეძენისას VIN კოდი მყიდველის მთავარი დამცველია. მისი საშუალებით მარტივად შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ხომ არარის ავტომობილი მოპარული, ან ხომ არ ცდილობს გამყიდველი სერიოზული ავარიისა და დაზიანებების კვალის დამალვას. 


ეს უნიკალური ნომერი ავტომობილზე რამდენიმე ადგილას არის დატანილი. ყველაზე ხშირად მას შეხვდებით საქარე მინის ქვედა კუთხეში (მძღოლისმხარეს), მძღოლის კარის ჩარჩოზე მდებარე სპეციალურ ფირფიტაზე ანუშუალოდ ავტომობილის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში.


მის თითოეულ სიმბოლოს სპეციფიკური მნიშვნელობა აქვს და მათი სწორად წაკითხვა გვეხმარება მივიღოთ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია ავტომობილის შესახებ:  


პირველი სიმბოლო წარმოების ქვეყნის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. მაგალითად, 1, 4 და 5 - ამერიკის შეერთებულ შტატებს აღნიშნავს, 2 - კანადას, 8 და 9 - სამხრეთ ამერიკას, A-H-ის ჩათვლით ლათინური სიმბოლოები აფრიკის ქვეყნების აღმნიშვნელია, J-R-ის ჩათვლით - აზიის, ხოლო S-დან Z-მდე - ევროპის. 


მეორე და მესამე სიმბოლოები მწარმოებელი კომპანიისა და ბრენდისაღმნიშვნელია. მაგალითად, FA, FM, FB - ნიშნავს Fords, G - General Motors, J - Jeep, A ან C - Chrysler და სხვა.  მომდევნო 5 სიმბოლო, 4-დან 8-ის ჩათვლით, აერთიანებს მონაცემებსავტომობილის მოდელის, ძრავის მოცულობისა და ტიპის შესახებ. მეცხრე სიმბოლო მწარმოებლის მიერ მინიჭებული ვინ კოდის ავთენტურობის დამადასტურებელი საკონტროლო კოდია. მეათე სიმბოლო წარმოების წელს აღნიშნავს. მაგალითად A შეიძლება აღნიშნავდეს 1980 ან 2010 წელს, Y აღნიშნავს 2000 წელს, 2001-2009 წლების აღსანიშნად ციფრები გამოიყენება 1-დან 9-ის ჩათვლით.  მეთერთმეტე სიმბოლო ავტომობილის აწყობის ადგილზე, მწარმოებელ ქარხანაზე მიუთითებს. ბოლო ექვსი ციფრი კი ავტომობილის უნიკალური კოდია, სერიული ნომერი. 


VIN კოდის სწორად წაკითხვა და გაანალიზება საშუალებას აძლევს ნებისმიერ მძღოლს, მიიღოს სრული, ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია საკუთარი თუ შესასყიდი ავტომობილის შესახებ.



ბრენდი

Explore News

ქუქი-ფაილების პარამეტრები

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს კონტენტის პერსონალიზაციისთვის, რეკლამების მორგებისა და თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. "დათანხმებაზე" დაჭერით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქი-ფაილების პოლიტიკას.