October 16, 2026
Tesla-ს ელექტრომობილი, რომელიც დაფრინავს
ილონ მასკმა Tesla-ს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი წარადგინა. პროტოტიპმა ჯერ მკვეთრ მოძრაობის შესაძლებლობები აჩვენა, შემდეგ კი ჰაერში ფრენის მანევრიც შეასრულა.

ილონ მასკმა Tesla-ს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი წარადგინა - Roadster, რომლის პრეზენტაციამ მაყურებელი ნამდვილად გააოცა. პროტოტიპმა ჯერ თავდაყირა მოძრაობის შესაძლებლობები აჩვენა, შემდეგ კი ჰაერში ფრენის მანევრიც შეასრულა.
სწორედ ამიტომ გაიმართა ღონისძიება ღია ცის ქვეშ: სპეციალური ვენტილატორების დახმარებით, ავტომობილი ტრამპლინზე თავდაყირა გადაადგილდებოდა, ფინალურ მომენტში კი SpaceX-ის მცირე რეაქტიული ძრავები ჩაირთო და Roadster ჰაერში აიტაცა. შთამბეჭდავი ფრენის შემდეგ ავტომობილი მიწაზე უსაფრთხოდ დაეშვა.

„ის პრაქტიკულად რაკეტასავით დაფრინავს და ასე ვთქვათ, წარმოუდგენელი აკრობატული ტრიუკების შესრულება შეუძლია,’’ - უთხრა მასკმა მაყურებელს და ხუმრობით ისიც დაამატა, რომ ეს მაინცდამაინც უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ავტომობილი არ არის.

მასკმა აღნიშნა, რომ Roadster რეალური ავტომობილი იქნება, რომელიც გზებზე იმოძრავებს. მას ბევრი მახასიათებელი არ დაუსახელებია და არც ფასზე უსაუბრია, თუმცა დაადასტურა, რომ მის აწყობას 2028 წელს დაიწყებენ.
ღონისძიებაზე Roadster-ის პროტოტიპმა აჩქარების ტესტებიც გაიარა, რაშიც მას უკანა მხარეს დამონტაჟებული ოთხი რეაქტიული ძრავი ეხმარებოდა. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარების პირველსავე მცდელობაზე მან ზუსტად 1 წამი დააფიქსირა. როდესაც მასკს შეახსენეს ძველი დაპირება წამზე ნაკლები შედეგის შესახებ, მეორე ცდაზე Roadster-მა 100 კმ/სთ-მდე ასაკრეფად სულ რაღაც 0.8 წამი დახარჯა. მასკის თქმით, ეს მაქსიმუმი არ არის და უკეთეს შედეგსაც ელოდებიან.
რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ახალი Roadster 370 კმ/სთ-ზე მეტს განავითარებს, თუმცა Tesla-ს საბოლოო მიზანი ბგერის სიჩქარის ნახევრის, ანუ დაახლოებით 616 კმ/სთ-ის მიღწევაა. „ის ყველა არსებულ რეკორდს დაამსხვრევს, ნებისმიერ ტრასაზე,’’ - განაცხადა მასკმა.
საინტერესოა ისიც, რომ პრეზენტაციაში მონაწილე ავტომობილს მძღოლი არ ჰყავდა - ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღეს.
-GKOvXenVyJO7Yt4TacqWioPST7eZtr.jpeg%3Fprefix%3Dprod&w=3840&q=75)




