October 02, 2026

როგორ შეიცვალა ავტომობილების დიზაინი ათწლეულების განმავლობაში

ბოლო ათწლეულებში ავტომობილების ვიზუალური ევოლუცია ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ტრანსფორმაციაა ინჟინერიისა და დიზაინის ისტორიაში. თუ გასული საუკუნის მიწურულის ფოტოებს გადავხედავთ, იმ ეპოქის ავტომობილებს ერთი შეხედვითაც ვიცნობთ. მას შემდეგ ავტოინდუსტრიამ უზარმაზარი ცვლილება განიცადა და თანამედროვე მოდელებზე გადავიდა.

ბრენდი

80-იანი და 90-იანი წლების ავტომობილებს თავისი მკაცრი და ძლიერი ხასიათი ჰქონდა. დიზაინში კვადრატული და გეომეტრიული ფორმები ჭარბობდა, ხოლო სპორტულ მოდელებს ამ პერიოდის დასაწყისისთვის ცნობილი, „ამოწევადი“ ფარები ალამაზებდა. რაც შეეხება სალონს, ყველაფერი მარტივი და მექანიკური იყო: ბევრი ღილაკი, პლასტმასი და კლასიკური მაჩვენებლები.

ათასწლეულის მიჯნაზე დიზაინი სრულიად შეიცვალა: მკვეთრი კუთხეები წარსულს ჩაბარდა და მთავარი აქცენტი აეროდინამიკაზე გაკეთდა. მანქანები უფრო რბილი და მრგვალი ფორმის გახდა, რაც საწვავის დაზოგვასა და ჰაერის წინააღმდეგობის შემცირებას ემსახურებოდა. შეიცვალა ბამპერებიც, რომლებიც ძარის ერთიან ნაწილად იქცა.

დღეს კი სრულიად ახალ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც დიზაინის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად ციფრული ტექნოლოგიები და ელექტროფიკაცია იქცა. რადგან ელექტრომობილებს ტრადიციული შიგაწვის ძრავის დიდი ცხაურები არ სჭირდებათ (რადიატორის ბადეები), დიზაინერებმა მიიღეს სრული თავისუფლება. კლასიკური ცხაურები შეიცვალა დახურული, LED და OLED განათებით გაფორმებული პანელებით, ხოლო ფარები  ულტრათხელი გახდა. სალონში ფიზიკური ღილაკები თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა სენსორულმა ეკრანებმა და მინიმალისტურმა სტილმა, სადაც პრიორიტეტი სივრცე და სიმშვიდეა.

ამრიგად, ავტომობილი უბრალო გადაადგილების საშუალებიდან მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობად გადაიქცა. თუ ადრე მის დიზაინს ლითონისა და მექანიკის შესაძლებლობები კარნახობდა, დღეს მას აეროდინამიკა, სინათლის ტექნოლოგიები და ციფრული ეპოქის ესთეტიკა განსაზღვრავს.

წყარო: MotorTrend - The Evolution of Car Design

ბრენდი

Explore News

ქუქი-ფაილების პარამეტრები

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს კონტენტის პერსონალიზაციისთვის, რეკლამების მორგებისა და თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. "დათანხმებაზე" დაჭერით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქი-ფაილების პოლიტიკას.